მაია ნიკოლეიშვილი: АСД-2Ф გამოვიყენეთო?! ნორმალურები არ არიან ესენი!!!

“ამ პრეპარატის ადამიანებზე დახურულ სივრცეში მოქმედებაზე ექსპერიმენტის ჩატარება თავში აზრად არავის მოსვლია! ამათმა კი ჩაატარეს ექსპერიმენტი ადამიანებზე და შედეგიც სახეზეა-ჯანმრთელობის დაზიანება”, – ამის შესახებ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

ის მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ გუშინ გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, რომელიც მათივე განცხადებით, პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დააქციეს.
“АСД-2Ф გამოვიყენეთო?! ნორმალურები არ არიან ესენი!!! ეს პრეპარატი ვეტერინარიაში, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის გამოიყენება!!! ადამიანებში ეს პრეპარატი ოფიციალურად არ გამოიყენება!!!
ატყდა ერთი ამბავი, ადამიანს არ ვნებსო!
– ამ პრეპარატის ადამიანებზე დახურულ სივრცეში მოქმედებაზე ექსპერიმენტის ჩატარება თავში აზრად არავის მოსვლია! ამათმა კი ჩაატარეს ექსპერიმენტი ადამიანებზე და შედეგიც სახეზეა-ჯანმრთელობის დაზიანება!!! ქუჩაში დგომის მაგივრად, ინსტიტუტში ქიმია რომ გესწავლათ, შემადგენლობა რომ გენახათ და შეფასების ცოდნა გქონოდათ, მიხვდებოდით, რომ თქვენი იდიოტური “პერფორმანსი” სინამდვილეში ბაყაყის გამონაწვლილის ე.წ. “მეორე, ზეთოვანი ფრაქციის” ადამიანებზე ზემოქმედების უნებართვოდ ჩატარებული პირველი მასობრივი ექსპერიმენტია!!!!
-ეს მავნებლები დროზე თუ არ დაისაჯნენ, ცოტა ხანში “იპრიტი” და “ზარინი” თუ გაუშვეს პარლამენტში, არც ეს გამიკვირდება (მერე რა, რომ იპრიტი და ზარინი კლავს და ომის დროსაც კი საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულია, დაარქმევენ “პერფორმანსს” და მოკითხე, მერე, უვიცებს და ბნელებს კანონი!”-წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
​შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნივთიერება დაასხეს, რაზეც პასუხისმგებლობა მოძრაობა “სირცხვილიამ” აიღო. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეწყდა სხდომაც. ​მომხდარის გამო, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. მისი თქმით, მას სუნებზე რეაქცია აქვს. ​დარბაზში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები