ირაკლი ჩიქოვანი: მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიზანია შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური ზონა 

“მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებმა ურთიერთთანამშრომლობაში გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ასევე ხდება ეკონომიკური აგენტების ურთიერთაღიარება. საქართველოსთვის ეს არის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენი ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს ძალიან ბევრ სახელმწიფოსთან და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

ჩიქოვანმა, ასევე აღნიშნა, რომ ხელი მოეწერა მთავრობის მეთაურების ერთობლივ დეკლარაციას.

„ამ დეკლარაციაში ასახულია საერთო მიზნები, რომელიც სუამ-ს გააჩნია შემდეგი ერთი წლის განმავლობაში და ხაზი მინდა გავუსვა, რა თქმა უნდა საუბარია იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც სუამის სახელმწიფოებს აქვს, ვგულისხმობ უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმ თანამშრომლობაზე, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ამ პრობლემების გამკლავებასთან”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები