ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა. როგორც მან აღნიშნა, ის კომიტეტში მუშაობას პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ ვეღარ გააგრძელებს.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევას უკავშირდება, რომლებსაც ბესელია მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის გამო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ საქართველოს პარლამენტმა 14 კანდიდატი მათ შორის, თადუმაძე, მიქაუტაძე და ვასაძე დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები