ბაგრამთან ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, დაშავებულია 73 სამხედრო, მათგან 5 ქართველია (ვიდეო)

ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 73 გახდა, მათგან 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურეა.

მანამდე ერთ დაღუპულზე და 62 დაშავებულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

Tolo News- ის ინფორმაციით, ტერორისტებთან შეტაკება ისევ გრძელდება, სამი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, ერთი კი, დაკავებული.

ავიაბაზასთან ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, ამის შემდეგ თავდამსხმელებსა და ძალოვანებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა.

როგორც ნატოს მისიაში განაცხადეს, იერიშის სამიზნე ბაზასთან ახლოს მშენებარე საავადმყოფო იყო. მათი თქმით, ავღანელმა ძალოვანებმა და ნატოს ჯარმა იერიშის მოგერიება დანაკარგის გარეშე შეძლეს.

რაც შეეხება ავღანეთში, ნატოს მისიის ფარგლებში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 5 ქართველი სამხედრო დაიჭრა.

უწყების ინფორმაციით, მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების – გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები