თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მარკო პოლოს, ალექსანდრე მაჭავარიანის, დავით ბატონიშვილის, პეტრიწის, მეფე მირიანის, მიხეილ თამარაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, ზემო ვეძისის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, ვახუშტი ბაგრატიონის, გოძიაშვილის, გაგარინის, გოთუას, ბროწეულის, იასამნის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ივანე (იოანე) მარუშიძის, ლვოვის, მამია ალასანიას, ალმასიანის, ყუშიტაშვილის, უნივერსიტეტის და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების, სამგორის დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პირველი რესპუბლიკის მოედნის, მელაანის, გუჯარეთის, ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, ხივინის, კონსტანტინე ერისთავის და ლადო მესხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ულიანოვის, ჭრებალოს, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის და ბარისახოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის II მიკრორაიონის, ავჭალა-1 დასახლების, სამხედრო დასახლების, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის დასახლების, თეთრი ტბის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, ილია ვეკუას, რამაზ შენგელიას, ალეკო გობრონიძის, ქერჩის, ხიზაბავრის, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იერუსალიმის მოედნის, გომის, თონეთის, ასკანის, ბეთლემის, ჯვარედინის, ჰოვანეს თუმანიანის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები