ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი ჰყავს
ფინეთის ახალი პრემიერი, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი 34 წლის სანა მარინი გახდა, რომელსაც მხარი შიდაპარტიულ კენჭისყრაზე დაუჭირეს.
მარინის წინამორბედმა ანტი რინემ თანამდებობა მუშაობის 6 თვის თავზე, სკანდალით დაასრულა. აღნიშნული მმართველ კოალიციაში ფოსტის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობის გეგმას უკავშირდება, რომელიც გზავნილების დაფასოებაში 700 დასაქმებულისთვის ანაზღაურების შემცირებას გეგმავდა. თუმცა, ფოსტის თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ, საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
მიუხედავად ამისა, ოპოზიცია დაინტერსდა უჭერდა თუ არა მთავრობა დაგეგმილ ცვლილებებს მხარს. კრიტიკის ქარცეცხლის შემდეგ, პრემიერმა ანტი რინემ თანამდებობა დატოვა.