“მოვითხოვ, ნაცების მიერ გადაღებული და სამეგრელოში, კასრებში დამალული ის ვიდეოები, კაცებს რომ აუპატიურებენ, ტელევიზიით აჩვენონ

აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან”, ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.

მისი თქმით, ხალხის მოთმინების ფიალა უკვე სავსეა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქუჩაში გამოსვლასაც კი ვერ უნდა ბედავდნენ.

“ის, რომ ფულით ნაყიდი “კმარელები” ხან სად მივარდებიან და ხანაც სად, სულაც არ ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა საპროტესტო აქციებით არის მოცული. ეს ტელევიზიები, რომლებსაც მე “ტელეუბორნიებს” ვუწოდებ, სასურველს რეალობად ასაღებენ. დააკვირდით, მივარდება ხუთიოდე ტვინგამოლაყებული ოფისთან, ატეხავენ ხმაურს და ამას თხუთმეტი ტელევიზია უწყვეტ რეჟიმში აშუქებს. არადა, ამ აქციებზე ჟურნალისტები და ოპერატორები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ეს დაქირავებული “კმარელები”. რომ მოგადგება სამსახურში ვიღაც უწიგნური და ცხვირმოუხოცავი მაჯლაჯუნა, დაგიწყებს “მონა-მონას” ჩხავილს, რა გასაკვირია, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს და დინგშიც მოსდოს. მერე ეს არსებები, პოლიციის ლანძღვა-გინებით რომ აქვთ გული მოოხებული, ისევ ამ პოლიციას ეხვეწებიან, გვიშველე და გადაგვარჩინეო. ანდა, ვინ გადაწყვიტა, რომ ხალხს პროპორციული არჩევნები უნდა?! რატომ უნდა გააუქმონ მაჟორიტარული არჩევნები?! დავუშვათ, მე არცერთ პარტიას არ ვენდობი და მინდა, ჩემით ვიყარო კენჭი. რატომ მიკრძალავენ ამას?! რატომ უნდა ვიყო მე დამოკიდებული რომელიღაც პოლიტიკურ პარტიის ლიდერზე, რომ მან სიაში ჩამწეროს?! რომელიმე უსუფაშვილის ან ყაჩაღ-ბანკირი ხაზარაძის “ხოშზე” რატომ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდის ყოფნა-არყოფნა პოლიტიკაში?! ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და სწორედ მაჟორიტარული არჩევნებია საუკეთესო ვარიანტი დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობისთვის. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ნაცბანდას და მის გარშემო შეკრებილ პოლიტნაგავს არც პროპორციული არჩევნები აღელვებთ და არც ქვეყანა. სააკაშვილსა და მის ხროვას უნდა ახალი “ვარდების რევოლუცია”, რადგან არჩევნებით მათ არაფერი ეჭყანებათ. ამიტომაც ცდილობენ ვითარების დრამატიზაციას და დესტაბილიზაციას. ნახეთ, როგორ ემუქრება სააკაშილი პოლიციას. ნახეთ, როგორ ლანძღავს უკანასკნელი სიტყვებით ეს არაკაცი გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილს. არადა, ბიძინა რომ არა, ამ ლეშს ვინ აღირსებდა დეპუტატობას და შანსს, ქვეყნისთვის ემსახურა. ნიკა გვარამიას რაც შეეხება, ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური მეძავია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ამხნის კაცი ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და მსგავსი არაფერი მსმენია, რაც ამ გვარამიამ იკადრა: ბიძინა ივანიშვილი მზად არის შვილები მომიკლას, მაგრამ მე მაინც არ დავტოვებ ქვეყანასო. ადამიანი საკუთარი ბავშვების სიკვდილ-სიცოცხლით რომ პოლიტიკურ ვაჭრობას დაიწყებს, იქ რაიმე მორალზე და კაცობაზე რაღა უნდა თქვა?!

ხალხის მოთმინების ფიალა უკვე სავსეა. ყველამ ნახა, როგორ დახვდა ხალხი ამ ბანდას მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდში, აჭარაში… კვერცხების სროლა მხოლოდ დასაწყისია.

კატეგორიულად მოვითხოვ, უჩვენონ ტელევიზიით ნაცების მიერ გადაღებული და სამეგრელოს ტყეებში, კასრებში დამალული ის ვიდეოები, კაცებს რომ აუპატიურებენ. ესენი საპროტესტო აქციებზე გამოსვლას კი არა, ქუჩაში გამოსვლას ვერ უნდა ბედავდნენ”,- განაცხადა ჯაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები