რუსთავში მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა გააპროტესტეს
რუსთავში მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხანის გახსნა ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოძრაობა “გავიგუდეთ-ს” აქტივისტებმა გააპროტესტეს.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნიკოლოზ მურუსიძემ “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა, ისინი აპროტესტებენ ფაქტს, რომ საწარმო დასახლებულ პუნქტთან ახლოს იხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება.
“ჩვენ ვაპროტესტებთ არა იმას, რომ ქარხანა იხსნება არამედ, მის გახსნას დასახლებულ პუნქტთან. ძალიან კარგია ქარხანის გახსნა და ახალი სამუშაო ადგილები, მაგრამ
ქარხანა უნდა გაიხსნას დასახლებული პუნქტიდან მოშორებით. რა დააშავეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებსაც დაბინძურებული ჰაერის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ჩვენ არ დავუშვებთ კიდევ ერთი საწარმოს გახსნას დასახლებული პუნქტიდან 150 მეტრში”,- განაცხადა ნიკოლოზ მურუსიძემ.