სიონის ტაძარში ილია II-ის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს
სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს. ტაძარში უკვე დაწყებულია საფლავის გაჭრა.
პატრიარქის განსასვენებელი ადგილი სიონში, მარცხნივ, საკურთხეველთან შეარჩიეს.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.