თავრიზში, აფეთქების შედეგად “ბასიჯის” 13 წევრი დაიღუპა
ირანის ქალაქ თავრიზზე ამერიკა-ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, “ბასიჯის” (ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დივიზია) 13 წევრი დაიღუპა და კიდევ 18 ადამიანი დაიჭრა.
ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
ამასთან, თავრიზში დანაყოფის კუთვნილ ავტომობილზე დრონით განხორციელებული წინა თავდასხმის დროს უსაფრთხოების ძალების ორი თანამშრომელი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს, რის შედეგადაც ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი დაიღუპნენ. საპასუხოდ, ირანმა ისრაელისა და აშშ-სა და მოკავშირეების სამხედრო ბაზების განთავსების ქვეყნებში – საუდის არაბეთში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საიმიროებში, ომანში, ბაჰრეინში, ერაყსა და კვიპროსში – სამიზნეებზე იერიში მიიტანა.