მამა გიორგი ვაშალომიძე: ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება
“ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება,”- ამის შესახებ თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა მამა გიორგი ვაშალომიძემ პატრიარქზე საუბრისას განაცხადა.
“სრულიად საქართველო არის ჭირისუფალი, ვინაიდან ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება. რაც შეეხება მის განსასვენებელ ადგილს, მის სიცოცხლეშივე იყო გაცხადებული ეს ადგილი, მას თავად უნდოდა სიონში განსვენებულიყო,”- აცხადებს მამა გიორგი.