პატრიარქის დაკრძალვას ვატიკანიდან კარდინალი დაესწრება

საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე, ვატიკანიდან საქართველოში ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge–ს ვატიკანის საელჩო აწვდის.

კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან: მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი; მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში; მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქარათველოში; ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი; მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები