ელენე ხოშტარია ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე: ჰკითხეთ იმ პარტიებს, ვინც ბურჯანაძესთან ერთად, მაგიდასთან ზიან

ეს ჰკითხეთ ნინო ბურჯანაძესთან ერთად, რომ ზიან მაგიდასთან იმ პარტიებს, – ასე უპასუხა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.

ხოშტარიას თქმით, ფაქტი მისთვის მიუღებელია.

“ეს ჰკითხეთ ნინო ბურჯანაძესთან ერთად, რომ ზიან მაგიდასთან იმ პარტიებს. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. ჰკითხეთ მათ ვინც მაგას ხვდებიან, მე არ დავდივარ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით გაემგზავრა. როგორც “კვირას“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს შეხვედრებს, ასევე შეხვდება პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები