SOCAR-ი – საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი აზერბაიჯანიდან
მიმდინარე წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის შვილობილი კომპანია SOCAR Energy Georgia სქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 150 მლნ.დოლარის შეტანას გეგმავს.
მნიშვნელოვანი შენატანები ჰქონდა SOCAR Energy Georgia 2018 და 2017 წლებშიც, შესაბამისად, 144 და 120 მლნ დოლარი. საერთო ჯამში საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან აზერბაიჯანულმა კომპანიამ საქართველოს ეკონომკაში ინვესტიციების სახით დაახლოები 1 .5 მილიარდი დოლარი ჩადო. შეიძლება ითქვას, რომ ამ მონაცემებით SOCAR-ი და მისი შვილობილი კომპანიები ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელები არიან იმ კომპანიებს შორის, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.
როგორც საქართველოს ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, ის, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ ამაში დიდი წვლილი სწორედ აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას და მის შვილობილს SOCAR Energy Georgia -ს მიუძღვის.
მთვრალაშვილის განმარტებით, ის რომ საქართველო ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მთავარ სატრანზიტო ქვეყანად ჩამოყალიბდა SOCAR-ის წვლილი ამაშიც დიდი და მნიშვნელოვანია.
მთვრალაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აზერბაიჯანი ისევ SOCAR-ის მეშვეობით საქართველოს ბუნებრივ აირს ფაქტობრივად სოციალური ტარიფით აწვდის და ქართული ეკონომიკისათვის ეს დიდი შეღავათი და შვებაა. „მნიშვნელოვანია ის გარემოებაც რომ SOCAR-ისა და აზერბაიჯანის მეშვეობით საქართველომ შეძლო ენერგორესურსებით მომარაგების დივერსიფიცირება და რუსეთზე სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებული ხდება“, – აცხადებს მთვრალაშვილი.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ რუსულ „გაზპომზე“ დამოკიდებულება ამ ეტაპზე ფაქტობრივად 5 %-ს არ აღემატება და საქართველოს აქვს გარანტია, რომ ის ენერგომატარებლების გარეშე არ დარჩება.
მთვრალაშვილი იხსენებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსაც და აცხადებს, რომ მაშინ როცა რუსეთს ფაქტობრივად ბლოკირებული ჰქონდა საქართველოს პორტები საქართველოს ენერგორესურსებით მომარაგება საკუთარ თავზე სწორედ აზერბაიჯანმა და SOCAR-მა აიღეს. მთვრალაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც პარტნიორულ ჭრილში გაგრძელდება და SOCAR-ის ინვესტიციები საქართველოს ენერგეტიკაში კიდევ უფრო მოცულობითი გახდება. მაგალითად ისეთ სფეროში, როგორიც საქართველოში დაგეგმილი გაზსაცავის მშენებლობაა.
მთვრალაშვილს პოზიტიურ გარემოებად მიაჩნია, ის ფაქტიც, რომ საქართველოს მთავრობამ დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. მთვრალაშვილის შეფასებით, ამ სტანდარტის ამოქმედების შემთხვევაში, აზერბაიჯანიდან დიზელის საწვავის შემოტანა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდებოდა და ამის გაკეთება მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. როგორც მთვრალაშვილი აცხადებს, ამ შემთხვევაში რუსული დიზელი ადგილობრივ ბაზარზე პრაქტიკულად მონოპოლისტი ხდებოდა და შედარებით იაფ საწვავზე წვდომა შეუძლებელი იქნებოდა.
როგორც ირკვევა SOCAR-ის დიზელი სხვა მომწოდებლებისგან განსხვავებით დაახლოებით 15-20 თეთრით იაფი ღირს და ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისათვის, ისე მთლიანად ქართული ეკონომიკისათვის.
აქვე მცირე სატისტიკაც: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრში საქართველოში 434,6 ათასი ტონა დიზელის საწვევის იმპორტი განხორციელდა. საინტერესოა, რომ რუსულ საწვავს ( დიზელს და ბენზინს ერთად) საქართველოში უკვე უჭირავს ადგილობრივი ბაზრის დაახლოებით 30 პროცენტი. მიმდინარე წლის 10 თვეში აზებაიჯანიდან საქართველოში 124,2 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც ბაზრის დაახლოებით 13.9 %-ის ტოლფასია.
SOCAR-თან და ზოგადად, აზერბაიჯანთან თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობს ახალგარზდა ფინანსისთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანიც. მისი თმით,აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეს მრავალი ფაქტით დასტურდება. მაგალითად საექსპორტო ბაზრებიდან აზერბაიჯანი 13,2%-ით მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ, ხოლო მეოთხე ადგილზე იმპორტის მხრივ 5,8%-ით.
გულბანის შეფასებით,ცხადია რომ ამ ურთიერთობის გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარს“, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში წარმატებით ოპერირებს და ქართულ ბაზარს უწყვეტ სერვისებს სთავაზობს ისეთ მნიშვნელოვან სექტორში როგორიცაა გაზმომარაგება და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარება.
გულბანის განცხადებით, ცნობილი ფაქტია, რომ „სოკარ ჯორჯია გაზმა” 2008-2018 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტ დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოახდინა, აშენდა 5364 კმ სიგრძის გაზსადენი და განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ამ პერიოდში 209 ათასზე მეტ პოტენციურ აბონენტს მიეცა საშუალება ქსელში ჩართულიყო.
გულბანის თქმით, დღეისათვის „სოკარ ჯორჯია გაზი”, მთელი საქართველოს მასშტაბით, 640 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება. შესაბამისად, როცა უხოური კომპანია ამ მასშტაბის ინტერვენციებს ახორციელებს, ბუნებრივად ხდება,რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები უმაღლეს ფაზაშია.
გულბანის შეფასებით, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კომპანია საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია და 2018 წლის ჩათვლით მას ჯამში მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, ასევე 2019 წლამდე კომპანიის მიერ საქართველოს ბიუჯეტში შეტანილმა გადასახადების ჯამურმა მაჩვენებელმა 703 მილიონ ლარს გადააჭარბა და მის ჯგუფში გაერთიანებულ კომპანიებში 2200 ზე მეტი ადამიანია დასაქმებული ნათელია, რომ კომპანიას საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქარველოს ეკონომიკურ განვითარებაში, როგორც პირდაპირ ასევე ირიბად.
„ზოგადად მსგავსი მსხვილი კომპანიების არსებობა საქართველოს მცირე ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი ფაქტორია“,- აცხადებს გულბანი.