„ჩემთვის სიმღერას სასწაულებრივი ძალა აქვს“ – ჭრიჭინა, რომელსაც სიჩუმე არ მოსწონს

სიმღერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბავშვობიდან მღერის და ახალი საავტორო სიმღერების ჩაწერასაც დიდი მღელვარებით ელოდება.
მისი სიმღერა „ქრიზანთემები“
სოციალურ ქსელში 7 მილიონმა ადამიანმა მოისმინა და მოიწონა, ემიგრანტებს კი განსაკუთრებულად ახსოვთ ნოსტალგია“.
პროფესიით პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიპიარსპეციალისტი და რესტორან ვეფხი და მოყმეს“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი.  მუშაობს რადიო დარდიმანდის“ მუსიკალურ  წამყვანად. – მომღერალ მირანდა მაისურაძის პერსონა.


 –  ბავშვობიდან ვმღერი, ისე როგორც ბევრი, ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი პატარა. ჩემი მომღერლობა არასოდეს პროფესიულ დონეზე არ განიხილებოდა, ამიტომ სხვა სპეციალობით მივიღე უმაღლესი განათლება, თუმცა სიმღერა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად დარჩა. შეიძლება აქტიურად არ ვმღერი, მაგრამ ყოველდღიურ საქმიანობაში სიმღერა უდიდეს ადგილს  იკავებს.
პირველი სიმღერ
– სოლო საოპერო პარტია ვიმღერე გუნდში. სკოლაში ძალიან პოპულარული ვიყავი ჭრიჭინას სიმღერით…
პატრიარქმა დაგლოცა…
– უწმინდესის შექებამ და სიტყვებმა რომ სულ ვიმღერო, ცხადია, უდიდესი ემოციური გავლენა მოახდინა ჩემზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვცხოვრობ იმ რეალობაში, რომ „სულ ვიმღერო“, სულ ვმღერი, ოღონდ… გულში.
პატრიარქს არაერთხელ შევხვედრივარ, მაგრამ ჩემი სიმღერა მოისმინა ქარელში, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის გახსნაზე. მერე მიკითხა და მისმა მძღოლმა, ელდარ ძიამ უთხრა, ვინც ვიყავი. ამის მერე საპატრიარქოში შევხვდი უწმინდესს,  მითხრა, ძალიან ძლიერი ხმა გაქვს და სულ იმღერეო…
 ხალხური და ქალაქური ტიპის ფოლკლორული ჟანრის საავტორო სიმღერებს ასრულებრომელ სიმღერას გამოყოფ?
– ჩემი საავტორო სიმღერებიდან ყველაზე მეტად მიყვარს „ბრეთს“. ეს სიმღერა ლოცვა-კურთხევით შეიქმნა, ეძღვნება ცამეტი ასურელი მამიდან ერთ-ერთის –  წმინდა პიროს ბრეთელის სახელობის დედათა მონასტერსა და სოფელ ბრეთს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მონასტერში გავიზარდე. იქ  ჩემი მეორე ოჯახია.
ჩემი  სიმღერის ყველა ტექსტს  ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. მე ამ სიმღერებთან დაკავშირებულ რაიმე პირადი ამბავი არ გადამხდენია. თუმცა რომელი ლექსიც კი შევარჩიე სასიმღეროდ, ავტორებმა მითხრეს, რომ მათი ლექსები ძალიან საინტერესო ადამიანებისთვის იყო დაწერილი.
 ოთო ბერიშვილთან ერთად შესრულებული სიმღერაიასამნები  გულთბილად მიიღო მსმენელმა.
– ვერ გეტყვით, რომ ამ სიმღერას განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა, მე მიყვარს „იასამანი“, თუმცა ემიგრანტებს განსაკუთრებულად ახსოვთ „ნოსტალგია“, რომელიც ავტორმა ზურაბ ჩინჩალაძემ ემიგრანტებისთვის შექმნა და მისი პირველი სახელწოდება იყო „ემიგრანტია ნოსტალგიაა“.
ჩემს რეპერტუარში კი უდავოა, რომ დიდს, პატარას, ქალს კაცს, ემიგრანტს თუ მიგრანტს ყველას ყველაზე მეტად „ქრიზანთემები“ მოსწონს. ამ სიმღერას სოციალურ ქსელში 7 მილიონი ნახვა აქვს…
რადიოდარდიმანდისმუსიკალური წამყვანი ხარ. რას იტყოდი თანამედროვე სიმღერებზე?  პროფესიონალიზმი  უკან არის გადაწეული. არ მეთანხმები?
– ჩვენს რადიოში ბევრი ახალი სიმღერის პრემიერა სრულდება, რომელსაც სიამოვნებით ვისმენ და ვიყვარებ, თუმცა ნაწილობრივ დაგეთანხმებით. ალგორითმების ეპოქამ, კომპოზიტორების მნიშვნელობა მეტ-ნაკლებად შეასუსტა. იმას, რასაც ადრე მუსიკოსები თვეობით ქმნიდნენ, ახლა კომპიუტერული პროგრამები რამდენიმე წუთში „კრავს“.
რესტორანვეფხ და მოყმეშიპიარისა და მარკეტინგის მენეჯერად მუშაობ
წლებია, ვმუშაობ სხვადასხვა კომპანიაში ჩემი პროფესიით, ვარ პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი. ახლა იმ რესტორანში ვარ, სადაც თავს განსაკუთრებულად კომფორტულად და ოჯახურ გარემოში ვგრძნობ. მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ…
სიყვარულიხშირად მღერი ამ თემაზე
– ჩემთვის სიმღერას სასწაულებრივი ძალა აქვს, მომენტალურად ცვლის ჩემს ხასიათს, ხანდახან მიკვირს კიდეც, როგორ არ მბეზრდება. რადიოში 6 საათი ყურსასმენებს თითქმის არ ვიხსნი, რეპეტიციებზე, რესტორანში, მანქანაში, არ მიჩნდება  სიჩუმის მოთხოვნილების განცდა.
 რა პრინციპით არჩევ ლექსს?
– ჩემთვის მელოდია მოაქვს ტექსტს, ძალიან მნიშვნელოვანია ლექსის შინაარსი. ჩემი საავტორო რამდენიმე სიმღერა მამა პეტრე კვარაცხელიას ეკუთვნის. ასევე – მედეა კახიძეს, ნინო სირბილაძეს, ხატია ფშავლოსს. აქტიურად მიდგას გვერდით ჯგუფი „ზღვარი“…
ჰობი
– ის, რაზეც მთელი ამდენი ხნის მანძილზე ვისაუბრეთ, ჰობია ჩემთვის – სიმღერა დაკვრა და მეგობრული შეკრებების ორგანიზება…
 უახლოესი გეგმები...
– ძალიან დიდი პაუზა გამომივიდა მას შემდეგ, რაც სვანური „ნანა“ ჩავწერე, ყველა მეუბნება, რომ დროა, რამე ახალი ჩავწერო, ამ წუთას ახალი წლის ღამის ღონისძიებისთვის ვემზადები. ალბათ გაზაფხულზე ჩავწერ კიდევ ერთ საავტორო სიმღერას მამა პეტრეს ლექსზე.

 

 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები