ლევან მახაშვილი – გახარიას პარტიის წევრებზე: ერთი წლის განმავლობაში მათგან უარყოფით პასუხს ვიღებდით – სიტყვები ერთია, მაგრამ ვნახავთ, რას გააკეთებენ

„ერთი წლის განმავლობაში მათგან უარყოფით პასუხს ვიღებდით. სიტყვები ერთია, მაგრამ ვნახავთ, რას გააკეთებენ,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გახარიას პარტიის წევრებზე საუბრისას განაცხადა.

„ამდენი წელია, ოპოზიციას ვეხვეწებით, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ და საუკეთესო შედეგები მივიღოთ, დებატებსა თუ დისკუსიებში. ერთი წლის განმავლობაში მათგან უარყოფით პასუხს ვიღებდით. სიტყვები ერთია, მაგრამ ვნახავთ, რას გააკეთებენ – არსებითად ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში, თუ მხოლოდ ლამაზ-ლამაზი სიტყვები იქნება“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები