ნინო წილოსანი: როდესაც ადამიანების რაოდენობა არ არის იმხელა, რომ აუცილებლობა იყოს გზის გადაკეტვა – ეს ითვლება არა გამოხატვის და შეკრების უფლებად, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად

„როდესაც ადამიანების რაოდენობა არ არის იმხელა, რომ აუცილებლობა იყოს გზის გადაკეტვა – ეს ითვლება არა გამოხატვის და შეკრების უფლებად, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია მანამ, სანამ ის იმ წესებით და კანონებით ხდება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის მიღებული.

„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია მანამ, სანამ ის იმ წესებით და კანონებით ხდება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის მიღებული. შეკრების რაოდენობიდან გამომდინარე თუ აუცილებელია გზის გადაკეტვა, რა თქმა უნდა ეს ლოგიკურად მიიჩნევა. მაგრამ ყველა სხვა ქვეყანაშიც, როდესაც ხელოვნურად ხდება მანიფესტანტების მხრიდან გზის და მაგისტრალების ბლოკირება საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა აქვთ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2022 წელს 4-დან 5 წლამდე პატიმრობა მიესაჯა ადამიანების ჯგუფს, ვინც გადაკეტა მაგისტრალი. ქართული კანონმდებლობითაც მაშინ, როდესაც ადამიანების რაოდენობა არ არის იმხელა, რომ აუცილებლობა და საჭიროება იყოს და ბუნებრივად ხდებოდეს ბლოკირება და გადაკეტვა [გზის], ეს ითვლება არა გამოხატვის და შეკრების უფლებად, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები