“ალდეს“ მხრიდან კიდევ ერთი უსუსური მცდელობაა, რომ ქართულ სახელმწიფოზე შეტევა მიიტანოს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
“რაც ყველაზე მთავარია, შეტევა მიიტანონ ქართველი ხალხის ნებაზე. ისინი ყოველგვარი დასაბუთების და მტკიცებულების გარეშე აჩვენებენ, რომ თითქოს თვითმმართველობის არჩევნები გაყალბებულია. ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა არც საპარლამენტო და არც თვითმმართველობის არჩევნებზე. სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ მსგავსი ორგანიზაციები ფაქტებისა და მტკიცებულების გარეშე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, რომლის უკან არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ არის. პირიქით, ეს ყველაფერი ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ახდენს. ეს განცხადება ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, მათთვის ეს იმიჯის შელახვაა“, – განაცხადა სამხარაძემ.