„პარტიების აკრძალვის პროცედურა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში გაწერილია, ეს არანაირი სიახლე არ არის” – ნიკოლოზ სამხარაძე

„პარტიების აკრძალვის პროცედურა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში გაწერილია, ეს არანაირი სიახლე არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს.

როგორც სამხარაძე განმარტავს, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს.

“ყველა ქვეყანაში, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეა. ეს პარტიები კონსტიტუციას არღვევენ, შესაბამისად, ისინი უნდა აიკრძალონ. ეს ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. ამ პროცესში მოპასუხე და მოსარჩელე მხარეები იქნებიან ჩართული, პროცესიდან კი საზოგადოება დაინახავს, ვის აკრძალვასაც ვითხოვთ, რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი“, – აღნიშნავს სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები