”პარტიებს, რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფო დამხობაში, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ პროცესში, არ შეიძლება, პოლიტიკური პარტიები ეწოდოთ” – მახაშვილი
“საკონსტიტუციო სარჩელი სრულად ეფუძნება დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგებს და საუბარია იმაზე, თუ რომელი პარტიები და რატომ იმსახურებენ პოლიტიკური ცხოვრებიდან გასვლას”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა მონაწილეობდნენ, რომლებიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
”პარტიებს, რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფო დამხობაში, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ პროცესში, არ შეიძლება, პოლიტიკური პარტიები ეწოდოთ. ასეთი პარტიები არ უნდა არსებობდნენ, რაც სარჩელის მიზანი იქნება“, – ამბობს მახაშვილი.