“აქ, პარლამენტში, ამ ტრიბუნიდან ვაღიარებთ, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა” – გიორგი შარაშიძე

“ის, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა, აქამდეც ვაღიარეთ”, – ამის შესახებ “გახარია საქართველოს” წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს.

“დღეს, კიდევ ერთხელ, აქ, პარლამენტში, ამ ტრიბუნიდან ვაღიარებთ, რომ, რა თქმა უნდა, პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ამ პარლამენტის არც ლეგიტიმაციას, არც ლეგიტიმაციის მიცემას, არც – არმიცემას. როდესაც ისმის კითხვა, ვინ აძლევს ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს, ეს კითხვა, პირველ რიგში, უნდა დაუსვან იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული 4 ოქტომბრის პროვოკაციის მოწყობაში და იმ მძიმე შედეგების დადგომაში, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ,” – ამბობს შარაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები