ეკატერინე ბუაჩიძე სოფიაში გამართული პლასიდო დომინგოს მიერ დაფუძნებული საოპერო მომღერალთა საერთაშორისო კონკურს „ოპერალიას“ გამარჯვებულია

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში პლასიდო დომინგოს მიერ დაფუძნებულ საოპერო მომღერალთა საერთაშორისო კონკურსზე „ოპერალია“/ OPERALIA ეკატერინე ბუაჩიძემ გაიმარჯვა.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
პირველი პრემიის გარდა მან მიიღო შემდეგი პრიზები:
The Pepita Embil Prize – Zarzuela-ს კატეგორიაში;
Rolex Prize of the Audience – აუდიტორიის პრიზი.
„კონსერვატორიის სახელით ვულოცავთ კატოს ამ უდიდეს წარმატებას! ვუსურვებთ უდიდესი საოპერო სცენების დაპყრობას! ასევე ვულოცავთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მის პედაგოგს, ქალბატონ დოდო დიასამიძეს“! – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები