კულტურის მინისტრმა კულტურის მოღვაწეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კულტურის იმ მოღვაწეებს შეხვდა, რომლებიც ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ჯილდოების ლაურეატები გახდნენ, თუმცა, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება ვერ შეძლეს.

მინისტრმა რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს, დირიჟორ გიორგი ჭიჭინაძეს, პოეტ ლია სტურუასა და მხატვრული მინის სპეციალისტ თამარ გრიგოლიას სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები