ერდოღანი ნატოს ულტიმატუმს უყენებს – ახალი ბზარი

ნატოს ლონდონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე თურქეთი ალიანსს პირობას უყენებს.

კერძოდ, თურქეთი ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთისთვის ალიანსის თავდაცვით გეგმაზე უარს აცხადებს იქამდე, სანამ ალიანსი ანკარას ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაში მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს.

ამის შესახებ Reuters ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ოთხ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

არსებული ინფორმაციით, ანკარამ ალიანსში საკუთარ ელჩს დაავალა ჰქონდეს პრინციპული პოზიცია ოფიციალურ დონესა და კერძო საუბრებში. ალიანსის სტრატეგიის დამტკიცებას 29-ვე წევრის მხარდაჭერა სჭირდება. თურქეთის მხარდაჭერის გარეშე კი, ალიანსი ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის თავდაცვის სწრაფ გაძლიერებას ვერ შეძლებს.

გამოცემის ერთ-ერთი წყარო თურქეთის ამგვარ პოზიციას შანტაჟად აფასებს, “გეგმის ბლოკირებით თურქეთს აღმოსავლეთ ევროპელები მძევლებად ჰყავს აყვანილი”.

ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს გარკვეული კომპრომისის იმედი ჯერ კიდევ აქვთ, რადგან მათ კიდევ ერთი დოკუმენტი უნდა დაამტკიცონ, რომელიც თურქეთზე თავდასხმის შემთხვევების არიდებას გულისხმობს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტი, ლონდონში 3-4 დეკემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები