ირაკლი კობახიძე: განსახილველად კანონპროექტის შემობრუნება შესაძლებელია სრული პროცედურის დაცვით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით განხილვისთვის კანონპროექტის შემობრუნება შესაძლებელია.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციის შემდეგ განუცხადა.

„პირველი მოსმენის შემდეგ, შესაძლებელია კანონპროექტის შემობრუნება სრული პროცედურის დაცვით. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა მოხდეს ხელმოწერების შეგროვება, უნდა შეგროვდეს ან 200 ათასი ხელმოწერა, ან 76 დეპუტატის ხელმოწერა. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო-სახალხო განხილვა, საკომიტეტო განხილვა და სამი მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ეს არის სტანდარტული პროცედურა. ერთადერთი პროცედურა რაც არის ეს არის თავიდან ინიცირება ყველა წესის დაცვით“, – განმარტა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები