ირაკლი ღარიბაშვილი: საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატოსთან თავსებადები ვართ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „SWOT” ანალიზი სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი სამხედროები იმდენად ღირსეულად, ვაჟკაცურად და გაბედულად იქცევიან, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ყველა გენერალი, ამერიკელი იქნება ის, გერმანელი თუ სხვა, ერთხმად აღიარებენ ჩვენი სამხედროების გასაოცარ თავდადებას, გამბედაობას და სიმამაცეს. ჩვენი როლი განსაკუთრებულია. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები, ერთხმად აღიარებენ ჩვენი სამხედროების უმნიშვნელოვანეს როლს ავღანეთის მისიაში“. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმზე საუბრისას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობაც განმარტა და მას წარმატების მაგალითი უწოდა. ნატოს სტანდარტებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა პროფესიონალ ოფიცერთა კორპუსზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის უწყებაში განათლებას დიდი ყურადღება ექცევა და ამ მიზნით საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლება აშშ-ის სამხედრო აკადემიის – West Point-ის ანალოგიური იქნება. „ის რეფორმები, რომელიც თავდაცვის ძალების მეთაურის, ჩვენი გენერლების და უმაღლესი ოფიცრების ჩართულობით განხორციელდა, წარმატებულია. სწორედ, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები