” 20 საკონსულტაციო ცენტრის დარეგისტრირება იგეგმება“ – იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლობამ ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, “იურიდიული დახმარება სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში”, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლობამ ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა მოსახლეობას, ის მიზნები და ამოცანები გააცნო, რომელიც  სამსახურს დაგეგმილი აქვს.

შეხვედრის დროს, იმ საჭირო საკითხებზე და მიმართულებებზე ისაუბრეს, რაზეც ცენტრი მომავალში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს.

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისა  და მოქალაქეებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს იმ სერვისებზე წვდომა, რაც ჩვენს სამსახურს მიზნად აქვს დასახული. სამომავლოდ ვგეგმავთ ბევრ ასეთ შეხვედრას ადგილობრივებთან, სადაც საუბარი იქნება მიწის რეგისტრაციაზე, შრომითი დავებზე, ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე და სხვადასხვა მიმართულებებზე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს, რომ გვეხმარებით და ზრუნავთ,რათა  ეს სიახლეები უფრო კარგად მივაწოდოთ ადგილობრივ მოსახლეობას“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს დიდ ქალაქებში სულ 14 ბიურო და 9 საკონსულტაციო ცენტრი მუშაობს, თუმც უახლოეს მომავალში 20 საკონსულტაციო ცენტრის დარეგისტრირება იგეგმება.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები