რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუმინეთში დღეს, საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. გამოკითხვების მიხედვით, ფავორიტად მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოხანისი ითვლება, რომელიც კენჭს მეორე ვადით იყრის.

არჩევნებში 14 კანდიდატი მონაწილეობს, ქვეყანაში კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით 18,2 მლნ ადამიანი სარგებლობს.

იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმათა უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური 24 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები