პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ქუშანაშვილების 8 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

ერთსართულიან საცხოვრებელს ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და ტექნიკა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ხანძრის გამომწვევ მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები