ანა სუბელიანი: მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი

მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი, – ამის შესახებ კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე დაშავებული სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს.

ინციდენტი კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე მოხდა, სადაც შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერას აპროტესტებენ.

“სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ ამიტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადვე არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი”, – წერს სუბელიანი.

ცოტა ხნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც პირი, რომელმაც ანა სუბელიანს ფიზიკური დაზიანება მიაყენა დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები