ზუგდიდში ესეების კონკურსის – “ნატო და საქართველო“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

ზუგდიდში, ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსის, “საქართველო და ნატო“ გამარჯვებული მოსწავლეების ნაშრომების პრეზენტაცია და დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, მესტიის, ჩხოროწყუს, ხობის და ფოთის მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობდნენ.

გამოვლინდა 10 საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორებს სერტიფიკატები და სამახსოვრო წიგნები გადაეცათ.

კონკურსი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

ნატოს დღეები 2019 განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 80-მდე ღონისძიება გაიმართა. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

ნატოს დღეები საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები