თავდაცვის მინისტრმა ქაბულში დისლოცირებული ასეული მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტი ქაბულში “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასეულის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, ქართველი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი აღნიშნა და მისიის წარმატებით შესრულებისთვის თითოეულ მშვიდობისმყოფელს მადლობა გადაუხადა. მინისტრი სამხედროებს თავდაცვის უწყებაში დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზეც ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები