იგორ კვესელავა: სააკაშვილი პეტრე ცაავას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამზადებდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამზადებდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მრჩეველი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და “სტუ”-ს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი იგორ კვესელავა ეკლესიის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.

“ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამზადებდა. ამ მიზნით მას გეგმის მიხედვით ავტორიტეტს უქმნიდა- ჯერ სანდრა რულოვსის მოძღვარი გახადეს, მერე საპატრიარქოს ტელევიზია ჩააბარეს, მერე ძმები ახალაიების მოძღვარიც გახდა. სხვათაშორის, ძმებ ახალაიებს მეუფე პეტრე თავისთან მალავდა. ხელისუფლებამ ჩემი ინფორმაციით, ამის შესახებ იცოდა, მაგრამ ეკლესიაში შევარდნასა და შტურმს მოერიდა.

მილაპარაკია ისეთ პიროვნებასთან, რომელიც პირდაპირ სააკაშვილის აზრებს ახმოვანებდა. პეტრეს გარდა სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა მეუფე აბრაამის (ამირან გარმელია) კანდიდატურასაც განიხილავდნენ, თუმცა უფრო მეტი მხარდაჭერა პეტრეს ჰქონდა,- განაცხადა კვესელავამ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები