რომან კაკულია: ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება ბიზნესისთვის უპრეცედენტო და დადებითია, რომლის მოტივი ამ ადამიანის მიდგომებია

ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება დადებითი სცენარია. ასეთი პრეცედენტი იშვიათად მახსენდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ მზადა არის, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც 120 მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული.

კაკულიას თქმით, წყალტუბოს ინიციატივაზე უამრავი ზარი განხორციელდა, რადგან უნიკალური შეთავაზებაა, ვისაც ბიზნესის კეთება უნდა.

“არ მგონია, ვინც მითქმა-მოთქმის ავტორია, მათთვის რაიმეს მნიშვნელობა ჰქონდეს. მისი შეთავაზება დადებითი სცენარია. ასეთი პრეცედენტი იშვიათად მახსენდება. ეს ბიზნესისთვის უპრეცედენტო და დადებითი შეთავაზებაა, რომლის მოტივია ამ ადამიანის მიდგომებია, რაც მას გააჩნია, ქვეყნისა და ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით. წყალტუბოს ინიციატივაზე უამრავი ზარი განხორციელდა, რადგან უნიკალური შეთავაზებაა, ვისაც ბიზნესის კეთება უნდა. ფაქტობრივად, ესეც ქველმოქმედებაა თავისი შინაარსით“, – განაცხადა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები