ბიძინა ივანიშვილი: ისე დახელოვნდნენ ოპონენტები თეთრის შავად, შენების ნგრევად წარმოჩენაში, რომ მიწევს წინასწარ დავაანონსო გარკვეული პროექტები, მათ შორის წყალტუბოც

“ისე დახელოვნდნენ ოპონენტები თეთრის შავად, სიკეთის ბოროტებად, შენების ნგრევად წარმოჩენაში, რომ მიწევს წინასწარ დავაანონსო გარკვეული პროექტები, მათ შორის წყალტუბოც, რათა საზოგადოებამდე თავიდანვე სწორი და პირუთვნელი ინფორმაცია მივიდეს, ” –  ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ “Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თავს არ გრძნობს კომფორტულად იმის გამო, რომ წინასწარ უწევს სამომავლო პროექტებზე საუბარი.

“ნამდვილად არ ვგრძნობ თავს კომფორტულად, როცა წინასწარ მიწევს სამომავლო პროექტებზე საუბარი. საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია და ამ პრინციპს მივდევდი ყოველთვის, მაგრამ ცხოვრებამ აქაც თავის კორექტივი შეიტანა, ” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები