ბუბა ხოტივარი: იმ ხალხისთვის, რომელთაც ეკლესიის შიგნიდან აფეთქება აქვთ დავალებული, წითელი ხაზები არ არსებობს, ისინი ყველაფერს იკადრებენ

არსებობს წითელი ხაზები, რომელთაც არ უნდა გადააბიჯო, ამ ხალხისთვის კი, რომელთაც დავალებული აქვთ ეკლესიის შიგნიდან აფეთქება, წითელი ხაზები არ არსებობს, ისინი ყველაფერს იკადრებენ, – ასე შეაფასა ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენები კინოცენტრის პრეზიდენტმა, ბუბა ხოტივარმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

“იწყება განწმენდა ჩანერგილი აფერისტებისგან, პროვოკატორებისგან. ზოგი კარგად იმალება, მაგრამ იგრძნობა მათი ღალატის პოტენცია. პროფესიიდან გამომდინარე, კარგად ვხედავ, ვინ თამაშობს აღშფოთებას. აღშფოთებას თამაშობს ჟურნალისტების ის ნაწილიც, რომელიც ხელფასს იღებს იმაში, რომ განგაში ატეხოს, არიქა, ვიღუპებითო! არადა, ვიწმინდებით!”, – აღნიშნა ხოტივარმა.

​მისივე თქმით, ქართული ეკლესიის მოსპობას პატრიარქის ავტორიტეტის შებღავლით ცდილობენ.

“უწმინდესი და უნეტარესი მხოლოდ ტიტული კი არ არის, ეს არის შინაგანი ბუნება ილია მეორისა. ის მართლაც უწმინდესია და უნეტარესი და კეთილი ვინებოთ, დავემორჩილოთ ადამიანს, რომელიც არის ჩვენი სულიერი ლიდერი, ჩვენ არა ვართ არც ფანატიკოსები, არც მოსყიდულები. მოსყიდულები ისინი არიან, ვინც მას ებრძვის. არსებობს წითელი ხაზები, რომელთაც არ უნდა გადააბიჯო, ამ ხალხისთვის კი, რომელთაც დავალებული აქვთ ეკლესიის შიგნიდან აფეთქება, წითელი ხაზები არ არსებობს. ისინი ყველაფერს იკადრებენ.

ეს პროცესები მართულია. მიაჩნიათ, რომ ქართული ეკლესია უნდა მოისპოს. ამას ცდილობენ პატრიარქის ავტორიტეტის შებღავლით. საბოლოოდ, ჭორი ქრება იმიტომ, რომ ისეთ ნაბიჯებს დგამს უწმინდესი, გაკვირვებას იწვევს. ის ღვთისნიერი ადამიანია. ეს ანერვიულებთ და ჩასაფრებულები არიან, ელიან აღარ იყოს პატრიარქი და დაიწყონ ეკლესიაზე შეტევა, რათა საქართველო დაშალონ. ერის მართვისას რელიგიურ და პოლიტიკურ საზოგადოებრივ ძალებს შორის დაპირისპირება თავს იჩენდა ყველა ერსა და ეპოქაში. პოლიტიკოსები ცდილობდნენ დაემორჩილებინათ მღვდელმთავრები, ქურუმები, სანამ ქრისტიანობა იქნებოდა, იმიტომ, რომ სულიერ წინამძღოლებს ყოველთვის მეტი ავტორიტეტი ჰქონდათ, ვიდრე პოლიტიკოსებს. დღესაც ასეა. პოლიტიკოსებს უნდათ ეკლესიის დამორჩილება, მაგრამ მთავრობა და ეკლესია თუ გაერთიანდება, მაშინ ძლიერდება ერი. ამიტომ უნდათ განხეთქილება ჩამოაგდონ არა მარტო ეკლესიაში, არამედ ეკლესიასა და მთავრობას შორის”, – განაცხადა ხოტივარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები