სოფო კილაძე ნინო ქადაგიძეს: თქვენ როგორ შეაფასებდით წინა ხელისუფლების დროს არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების კუთხით?

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს კითხვებით მიმართა.
“თქვენ როგორ შეაფასებდით წინა ხელისუფლების დროს არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების კუთხით, თქვენი შეფასება მაინტერესებს, არ გთხოვთ კონკრეტულ მაგალითებზე პასუხის გაცემას, ზოგადად, იმ პერიოდს როგორ შეაფასებდით? ” – ამ კითხვით მიმართა სოფო კილაძემ მოსამართლეობის კანდიდატს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე დაინტერესდა, მოსამართლეობის კანდიდატს თუ მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით მნიშვნელოვან ზეგავლენას ან პრევენციას მოახდენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები