სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავმჯდომარე აკიკო სანტოსთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

აკიკო სანტომ აღნიშნა, რომ იაპონია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ეკონომიკური ჰაბის მნიშვნელობას და საუბარი შეეხო საქართველო-იაპონიას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები