ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტს შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, ერთი თვის ვადას აძლევს

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ შეწყალების კომისია წესიერი ადამიანებით დააკომპლექტოს, – ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ აღნიშნული დასახელებულ ვადაში არ მოხდება, ის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს.

“მიუხედავად იმისა, რომ წლებია აღარ ვარ შეწყალების კომისიაში, უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, იქნება თუ არა პრეზიდენტის შეწყალება. მას აქვს ერთი თვე იმისთვის, რომ წესიერი ადამიანებით დააკომპლექტოს შეწყალების კომისია, შესაბამისად, აამოქმედოს შეწყალების კომისიის დებულება და ის კრიტერიუმები, რომლის შემუშავებასაც უზარმაზარი ენერგია მოვახმარეთ და ერთი თვის თავზე, ის ადამიანები, ვინც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას ან მძიმე ავადმყოფები, ან მრავალშვილიანი ოჯახის მშობლები, რომლებსაც მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი და გარკვეული ნაწილ სასჯელის მოხდილი აქვთ, მათდამი გამოავლინოს ჰუმანურობა,” – განმარტა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები