გრიგოლ ლილუაშვილი: თუ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის გამტარებელ პირებთან მოხდება რაიმე სახის კომუნიკაცია, ეს არ უნდა ჩაითვალოს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად

0

“ის ბულინგი, რომ თუკი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის გამტარებელ პირებთან მოხდება რაიმე სახის შეხვედრა და კომუნიკაცია, ეს ბუნებრივია არ უნდა ჩაითვალოს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, ვინაიდან თუ ჩვენს ინტერესებს ჩვენ ვერ მივხედავთ, ამას ვერ გააკეთებს ვერც ერთი მეგობარი ქვეყანა ჩვენთვის, შესაბამისად, თუ მტერთან საუბარი არ ვისწავლეთ ისე, როგორც საჭიროა, როგორც ცივილურ სამყაროში ხდება, ისე ვფიქრობ ნაკლები შანსი გვაქვს რაიმეს მივაღწიოთ დეოკუპაციის მიმართულებით”, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

“ჩვენ ჩვენი სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში IPRM-ის შეხვედრებზე რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვაქვს, ჩვენს მომლაპარაკებელ მხარეს ვგულისხმობ, კომუნიკაცია აქვს იქითა მხრიდან წარმოდგენილ მომლაპარაკებლებთან, მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით. ჩვენ ეს დიალოგი გვაქვს, თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები და მოხდეს დანაშაულის პრევენცია. ეს არის ლოკალური ხასიათის შეხვედრები. თუ კი პოლიტიკოსები გადაწყვეტენ რომ უნდა ისაუბრონ მაღალ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის შესაბამის წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა გაგვიიოლებს პროცესს, რომ დეოკუპაციისკენ გადავდგათ ნაბიჯები. მე ამაში ვერაფერს საბულინგოს ვერ ვხედავ, თუმცა ამ ბულინგის მსხვერპლია 90% საჯარო მოხეელებისა, მათ შორის პოლიტიკოსების”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი