სუს-ში არ ადასტურებენ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც მის შვილს ესროლა, თავი მოიკლა

0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, რომ სპეცრაზმელმა რომელმაც მის შვილს ესროლა, თავი მოიკლა.
ცნობისათვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა უმრავლესობამ საქართველო დატოვა, ხოლო იმ სპეცრაზმელმა კი, რომელმაც უშუალოდ ესროლა თემირლან მაჩალიკაშვილს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მისივე თქმით, მან ეს ინფორმაცია სანდო წყაროებისგან მიიღო.

კომენტარები

კომენტარი