გრიგოლ ლილუაშვილი: ნებისმიერი ძალის არსებობდა, რომელიც დესტრუქციული ქმედებებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას ჩვენთვის დიდი გამოწვევაა 

“ნებისმიერი ძალის არსებობდა, რომელიც დესტრუქციული ქმედებებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას ჩვენთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა” , – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები “იქნებიან იქ, სადაც მოიპოვებენ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის გადამუშავების შედეგად მორეაგირე უწყებებს მისცემენ სწორ დასკვნას და ანალიზს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ესკალაცია, გადატრიალება და ნებისმიერი უბედურება”.

“ხშირად გვსაყვედურობენ ოპონენტები იმას, რომ ჩვენი თანამშრომლების სიჭარბეა თავშეყრის ადგილებზე, მიტინგებზე. ეს გამოწვეულია სწორედ იმ ცუდი პრაქტიკით, რასაც ჩვენი ვუყურებთ მათი მხრიდან, რა შესაძლო ქმედებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლები იქნებიან ყოველთვის იქ, სადაც უნდა იყვნენ, სადაც მოიპოვებენ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის გადამუშავების შედეგად მორეაგირე უწყებებს მივცემთ სწორ დასკვნას და ანალიზს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, გადატრიალება და ნებისმიერი უბედურება, რამაც შეიძლება ჩამოშალოს ჩვენი ქვეყანა. მე გეთანხმებით, რომ ივნისის მოვლენების დროს იყო ამის რეალური საფრთხე, ამის რისკის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ნანახი გვაქვს რამდენიმეჯერ, ეს სიმწარე გავლილი გვაქვს და ვიცით, რომ ამას კარგი სიკეთე არაფერი არ მოაქვს, შესაბამისად ძალიან მკაცრნი ვიქნებით, შეუბრალებელნი ვიქნებით, თუ კი სამომავლოდ ვინმე სუბიექტი, თუ ნებისმიერი ძალა, მათ შორის პოლიტიკური, ეცდება მსგავსი პროცესების განმეორებას. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელნი ამ პროცესის მიმართ”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები