ანდრეი რუდენკო: ივნისის მოვლენებამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი მუშავდებოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია.

მისი თქმით, საჭიროა კრიზისამდე არსებულ ვითარებამდე დაბრუნება.

ამის შესახებ რუდენკომ „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

მისი თქმით, „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს, ის ივნისის მოვლენებამდე ნამდვილად მუშავდებოდა“.

დიპლომატმა თქვა, რომ „შემზღუდავი ზომები ჩვენს მიერ იმ უხეში ანტირუსული პროვოკაციის საპასუხოდ იქნა შემოღებული, რომელიც თბილისში ივნისში მოხდა“.

„ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია. საჭიროა, როგორც მინიმუმი, კრიზისამდე არსებულ ვითარებამდე დაბრუნება“, – განაცხადა ანდრე რუდენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები