მამაკაცი, რომლის ცოლიც ჩვილის მკვლელობისთვის ციხეშია, არასრულწლოვანზე ქორწინების გამო, შესაძლოა, დააკავონ

მიხეილ დვალიშვილი, რომლის ცოლიც შვილის მკვლელობისთვის საპატიმროშია, შესაძლოა, იმის გამო დააკავონ, რომ წლების წინ მან არასრულწლოვანზე იქორწინა.

დვალიშვილი გორის პოლიციაში მიიყვანეს, სავარაუდოდ, მას ბრალი უნდა წარუდგინონ.

დვალიშვილის ოჯახის თქმით, მათ არ იცოდნენ, თუ გოგონა არასრულწლოვანი იყო. მათივე თქმით, მიხეილ დვალიშვილს გოგონა თავად ურეკავდა ხოლმე და ეუბნებოდა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, სახლიდან წამოსვლა სურდა და იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი მას ცოლად არ მოიყვანდა, შესაძლოა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

“თვითონ იყო 18 წლის, მეუღლე თურმე 16-ის, მაგრამ არ ვიცოდით და არ იცოდა მიშომაც, შეცოდების მიზნით შემოიყვანა სახლში, რადგან დედას გამოექცა და თუ მიშო არ მოიყვანდა ცოლად, თავს მოიკლავდა. თვითონ გამოიქცა ქუთაისიდან, მიშო დახვდა დიდუბეში და უკან აღარ დაბრუნდა. დედამისი ჩამოვიდა და მეორე დღეს წაიყვანა ქუთაისის პოლიციაში და სავარაუდოდ, ჩააწყო საქმე, რომ ჩვენს ოჯახში დაეტოვებინა თავისი შვილი, “- აცხადებს მიხეილ დვალიშვილის მამიდა, ნონა დვალიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები