„აბრეშუმის ფორუმის“ პარალელურად, ოპერასთან აქცია მიმდინარეობს

ოპერის თეატრის წინ მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აქციას მართავს, პარალელურად კი ამავე შენობაში “აბრეშუმის გზის ფორუმი” იმართება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ყველგან შეუქმნიან დისკომფორტს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას 20 ივნისის მოვლენების გამო, რა დროსაც საქართველოს სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ასევე, როგორც ამბობენ, მათი მიზანია ამ პროტესტით არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწვდინონ ხმა, არამედ ფორუმში მონაწილე სტუმრებსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები