“მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ ისეთივე მორჩილები იქნებიან, როგორებიც იყვნენ ყოველთვის და რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ”

0

მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ ისეთივე მორჩილები იქნებიან, როგორებიც იყვნენ ყოველთვის და რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

“ამ მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ ისინი ვერ იქნებიან თავისუფალი, ისინი იქნებიან ისეთივე მორჩილები, როგორც იყვნენ ყოველთვის და რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ. რაც შეეხება პირველ ათეულს, 10-8 პროფესიულად არიან შეუსაბამო ამ თანამდებობისათვის. ვნახოთ მეორე ათეული როგორი გამოდგება”, – აღნიშნა გოცირიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეთა 20-კაციანი სიიდან ლევან მიქაბერიძე მე-11 კანდიდატია, რომელსაც პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უსმენს.

კომენტარები

კომენტარი