ნოდარ ნათაძე: მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში მონაწილეობდა

0

მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში მონაწილეობდა, ეს ჩემი თვალით ვნახე,- ამის შესახებ “სახალხო ფრონტის” ლიდერი, ნოდარ ნათაძე, გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრისას აცხადებს.

“18 თებერვლის აქცია ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით მოეწყო. მე საკუთარი თვალით ვიხილე ამ დარბევის ამაზრზენი სცენები. ფაქტი ის იყო, რომ “გეპეის” მაშინდელი რექტორის, გოჩა ჩოგოვაძის ინიციატივით, პარტიული და კომკავშირული აქტივი ზონდერ-ჯგუფებით თავს დაესხნენ შედარებით მცირერიცხოვან მომიტინგეებს და სცემეს ისინი. თუმცა პასუხიც მიიღეს და მათაც მოხვდათ. მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში მონაწილეობდა, ეს ჩემი თვალით ვნახე. რა თქმა უნდა, მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს აწოწილი, შავტუხა ზონდერ-კომკავშირელი, მაგრამ წლების შემდეგ, როდესაც ის გამოჩნდა შევარდნაძის “საბანკო ვარსკვლავებს” შორის, მაშინვე ვიცანი ეს ჯალათი. მაგის სახეს რა დამავიწყებდა. როდესაც “გეპეის” პირველ კორპუსთან პირველი დარბევა მოხდა, ჩვენ ყველამ ბუკიას ბაღისკენ გადავინაცვლეთ. აი, აქ მოხდა სწორედ დარბევა, რომელიც მილიციელებმა მოგვიწყვეს. ეგზეკუციას პოლკოვნიკ ღუდუშაურის სპეცრაზმი ატარებდა. ბუკიას ბაღში გამართულ სახელდახელო მიტინგზე მილიციელები ტრიბუნასთან მდგარ მერაბ კოსტავას თავს დაესხნენ და ჭაღარა კეფა ქვაფენილზე დაარტყმევინეს. ეს, როგორც იტყვიან, საკუთარი კეფით შევიგრძენი”, – განმარტა ნათაძემ.

კომენტარები

კომენტარი