პარლამენტში ხვალ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

0

საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეებთან გასაუბრება ორშაბათიდან განახლდება. დეპუტატები კიდევ 10 მოსამართლეს მოუსმენენ, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, 20–კაციანი სიის უმეტესობა უზენაეს სასამართლოში გამწესებას არ იმსახურებს.
“20 მოსამართლიდან დაახლოებით 10-12 მოსამართლე ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რომ გაიყვანოს მმართველმა პარტიამ, რომლებიც შეასრულებენ ყველა დავალებას და იქნებიან ზონდერ-მოსამართლეები. ივანიშვილს სურს, თადუმაძე და მისი მოადგილე დასვას და შეასრულოს მისი დავალებები. ამ გასაუბრებებში გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე წარმოჩინდნენ, როგორც “ოროსნები,“ – განმარტა გოცირიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით კი მოსამართლეების შერჩევის პროცესი ისტორიულია.
“ეს არის ისტორიული პროცესი, ვინაიდან არასოდეს საქართველოს ისტორიაში ასე გამჭვირვალედ, ასე ხანგრძლივად ეს პროცესი არ წარმართულა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი