გიორგი გახარია: აღარ შეიძლება ე.წ. მუქარის წერილზე საუბარი, ბატონებო ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით და მიიტანეთ, რაც გაქვთ

“მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავისი უფლებამოსილების პერიოდში მივედი პროკურატურაში არაერთხელ და მივეცი ჩვენება, რასაც კანონი ჩემგან მოითხოვდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხაზარაძ-ჯაფარიძის ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებული საუბრისას განაცხადა.
„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე ვაცხადებ, რომ ვემორჩილები სრულად ჩვენს კანონმდებლობას. მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავისი უფლებამოსილების პერიოდში მივედი პროკურატურაში არაერთხელ და მივეცი ჩვენება, რასაც კანონი ჩემგან მოითხოვდა. რა თქმა უნდა, იმავეს გავაგრძელებ, ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. ასეთი განცხადებებით ვერავინ დისკომფორტს ვერ შემიქმნის და მოქმედების არეალსაც ვერ შემიზღუდავს, უბრალოდ, ხანდახან ღიმილს იწვევს თანმიმდევრულობაც, ლოგიკურობაც და კიდევ ბევრი რამ. აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი. ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით და მიიტანეთ, რაც გაქვთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები