ნინო ზამბახიძე: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს პოპულარიზებას ხელს უწყობს

“აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება უცხოური ინვესტიციები და საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება”, – განაცხადა ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ნინო ზამბახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრისას. აღნიშნული ფორუმი 22-23 ოქტომბერს ჩატარდება.
რიგით მესამე აბრეშუმის გზის ფორუმზე 60 – ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატია მოწვეული, მათ შორის ვიცე-პრემიერები, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ნინო ზამბახიძის განცხადებით, ფორუმი საშუალებას აძლევს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორს, დაამყაროს კავშირები და უცხოელ დელეგატებთან შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილოს.
​ „ასეთი მასშტაბური ფორუმი ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები